ODA-ს პროექტის ფარგლებში ჰიდროგრაფიული ტექნიკის ინსტალირება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო.
ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიული სამსახურისათვისკორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ინსტალირება და ადგილობრივი კადრების დატრენინგება მიდმდინარეობს.
ჰიდროგრაფიული მოწყობილობები (TRBM) ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ფოთისა და ყულევის აკვატორიაში - ზღვის ფსკერზე იქნა განთავსებული. ისინი წყლის დინების მიმართულების, წყლის მახასიათებლების და სიჩქარის განსაზღვრას, ასევე მოპოვებული მონაცემების დაარქივებას ახორციელებენ. აპარატურა (TRBM) მობილურია და მისი გადაადგილება ზღვის ნებისმიერ რაიონშიშესაძლებელია.
აღნიშნნული მოწყობილობით მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია საზღვაო საქმიანობის განხორციელებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
პროექტის ფარგლებში კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს.