19-25 მაისს სტამბოლში ელექტრონული რუკების ხარისხის და კონვერტაციის შესახებ ტრენინგი გაიმართა
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფმა მანანა კირთაძემ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტრენინგზე -ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENC) ხარისხი და კონვერტაცია მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 19-25 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეებმა ელექტრონული სანავიგაციო რუკების ვალიდაციის სრული პროცესი შეისწავლეს ასევე ჩაერთნენ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის S-100 სტანდარტის დანერგვის პროცესში.