• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

სინოპტიკოსთა სამი თაობა ჰიდროგრაფიაში

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსი ტატიანა კარასევა 30 წელზე მეტია რაც ჰიდროგრაფიულ სამსახურში მორიგე სინოპტიკოსად მუშაობს. მისი პროფესიონალიზმი და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. ტატიანა ღირსეულად აგრძელებს დედის -ვალენტინა კარასევას გზას, რომელიც 1969 -2005 წლებში ჰიდროგრაფიულ სამსახურში საზღვაო მეტეოროლოგიას ხელმძღვანელობდა. ქალბატონმა ვალენტინამ სინოპტიკოსთა არაერთი თაობა აღზარდა, დიდია მისი ღვაწლი საქართველოში საზღვაო მეტეოროლოგიის ჩამოყალიბების და განვითარების კუთხით. საოჯახო ტრადიცია არ დაარღვია ვიქტორია იანკოვსკაიამ, რომელმაც ბებიის და დედის მსგავსად სინოპტიკოსის გზა აირჩია და 2024 წლიდან ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკურ სამმართელოს შემოუერთდა.
 
 

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება