ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ყილევისა და ანაკლიის აკვატორიაში საკვლევი მოწყობილობები განათავსა
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ყულევისა და ანაკლიის მიმდებარე რაიონებში კოლხეთის ეროვნული ნაკრძალის აკვატორიაში ორი ერთეული სპეციალური ოკეანოგრაფიული საკვლევი მოწყობილობა (TRBM-ADCP) განათავსა, რომელიც წყალქვეშა დინებების, წყლის სიჩქარის და მიმართულების, ასევე წყლის სხვა მახასიათებლების შესახებ მონაცემების მოპოვებას და დაარქივებას ახორციელებს.
აღნიშნული მოწყობილობები ერთი თვის მანძილზე იქნება განთავსებული ზღვის ფსკერზე მონაცემების შეგროვების და შემდგომში ჰიდროგრაფიულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით.