კარტოგრაფი მანანა კირთაძე IC-ENC ტექნიკური ჯგუფის შეხვედრას დასწრო
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფი მანანა კირთაძე ელექტრონულ რუკათა მწარმოებელი ორგანიზაციის (IC-ENC) მმართველი კომიტეტის რიგით 25-ე ტექნიკურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა.
IC-ENC ჰიდროგრაფიულ უწყებებს სთავაზობს ხარჯთეფექტურ მომსახურებას საზღვაო მონაცემების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტიზაციისათვის ასევე ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენცია (SOLAS)-თან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
IC-ENC 2002 წელს დაარსდა რათა მოახდინოს ჰიდროგრაფიულ უწყებების მაღალი ხარისხის ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENC) წარმოების კოორდინაცია.
მიმდინარე შეხვედრაზე ტექნიკური ჯგუფის მონაწილეებმა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის IC-ENC-ის სამომავლო მომსახურების გეგმები განიხილეს, ასევე იმსჯელეს S-100 სტანდარტის შესახებ.