ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ანაკლია-ყულევის წყლებიდან საკვლევი აპარატურა იქნა ამოტანილი
სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ყულევის და ანაკლიის მიმდებარე კოლხეთის ეროვნული ნაკრძალის აკვატორიაში კვლევების მიზნით განთავსებული ორი ერთეული საკვლევი მოწყობილობის ამოტანა განახორციელა.
მოწყობილობების მიერ მოპოვებული მონაცემები წყლის დინების მიმართულების, სიჩქარის , ტემპერატურის და სხვა მახასიათებლების შესახებ იძ₾ევა ინფორმაციას, რაც ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.