სსჰს -ში ODA-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლზე ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება.
ფოთის პორტის აკვატორიაში, ზღვის მოქცევის სადგური (Tyde Station) იქნა განთავსებული. აღნიშნული სისტემა ზღვის დონის, ქარის მიმართულების და წყლის დინების განსაზღვრას ახორციელებს.