ODA-ს პოექტის ფარგლებში ბათიმეტრიული კვლევები მიმდინარეობს
ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA-Official Development Assistance) პროექტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტო ყულევის პორტის შესასვლელ არხსა და მიმდებარე აკვატორიაში ერთობლივ ჰიდროგრაფიულ კვლევებს აწარმოებენ.
მიმდინარე პროექტის მიხედვით ბათიმეტრიული კვლევების ჩატარება იგეგმება აგრეთვე ფოთის და ბათუმის პორტებში, რის საფუძველზე შეიქმება აღნიშნული რაიონების საზღვაო სანავიგაციო რუკები.