ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა IALA -ს მეოთხე დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ მალაიზიაში გამართულ IALA-ს მე-4 დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAlA) საზღვაო სანავიგაციო დახმარებების საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და ორგანიზაციის კონვენციის პარაფირების პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო IALA -ს ნაციონალირი წევრი სახელმწიფოს სტატუსით 2016 წლიდან ჩართულია აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პროცესში.