ჰიდროგრაფიულ სამსახურს სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული კვლევის ასოციაციის ექსპერტები ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ (ODA)-ს პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული კვლევების ასოციაციის (KHRA) ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც განახორციელებენ მიმდინარე პროექტის ანალიზს, ასევე საჭიროებებიდან გამომდინარე შეიმუშავებენ სამომავლო გეგმებს.
ვიზიტის ფარგლებში კორეულმა მხარემ ჰიდროგრაფიულ სამსახურს რუკების საბეჭდი სტამბისათვის სპეციალური შესაძლებლობების მქონე ორი პლოტერი და კომპიუტერი გადასც.