ODA-ს პოექტის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსხურში“ ODA-ს პროექტთან დაკავშირებით დღეს ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოს (KHOA), სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული კვლევების ასოციაციის (KHRA) ასევე აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული კომპანიების UST21-ის და GEOSTORY-ს წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განიხილეს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროექტის პირველი ეტაპის მიხედვით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და იმსჯელეს სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებზე.