საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურის დირექტორი საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დირექტორს რევაზ ბაბილუას და საქართველოში ახლად დანიშნულ სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულს დაესუ ჩანგს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა და სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და თევზჭერის სააგენტოს შორის მიმდინარე ერთობლივი პროექტები, ასევე სამხრეთ კორეის მხრიდან საქართველოს ჰიდროგრაფიული განვითარებისთვის ODA-ს (OFFICIAL DEVELOPMENT ASSISTANCE) მხარდაჭერის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში გაზიარებული იქნა მხარეთა პოზიცია მთელი რიგი სახელმწიფოების ინიციატივაზე მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებზე ელექტრონული რუკების უნიკალურ ნუმერიკულ აღნიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად განიხილება ამა წლის აპრილში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მეორე მოწვევის ასამბლეაზე (2nd Session of the IHO Assembly).
მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ანალოგიური სამუშაო შეხვედრების ინტენსივობით წარმართვის შესახებ, ვინაიდან კორეის მხარის ინიციატივით საქართველოს სახელმწფო ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის არაერთი მხარდამჭერი პროექტის განხრციელება იგეგმება.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური გამოხატავს მადლიერებას სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მიმართ ზემოაღნიშნული ინიციატივებისა და მხარდაჭერისათვის.