სამხრეთ კორეამ ჰიდროგრაფიულ სამსახურს ტექნიკა გადასცა საჩუქრად
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA)-ს პროექტის ფარგლებში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინჟინერთა და ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა 2021 წელს პროექტით დაგეგმილი აქტივობები.
სპეციალისტებმა დაათვალიერეს საქართველოს ნავსადგურები და მოამზადეს ანალიზი საქართელოში საზღვაო კარტოგრაფიის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ, რის შესაბამისად კორეის მხრიდან ეტაპობრივად განხორციელდება სპეციალური ჰიდროგრაფიული აღჭურვილობების საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა.
ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიულ სამსახურს კორეის მხარემ ჰიდროგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა.
სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების (ODA -ს) მხარდაჭერის ფარგლებში (Official Development Assistance) ოთხწლიანი პროექტი ორ ქვეყანას შორის ჰიდროგრაფიული კვლევებისა და კარტოგრაფიის მიმართულებით თანამშრომლობას, კადრების გადამზადებას და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ დოლარამდე შეადგენს.