ჰიდროგრაფიულ სამსახურში ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაე მონაწილეობდნენ APM TERMINALS-ის, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, პორტის მშენებლობაში ჩართული კომპანიის წარმომადგენლები და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი-ნავსადგურის კაპიტანი.
მუშა ჯგუფმა განიხილა ფოთის პორტის დასავლეთ მოლის გამაგრებითი სამუშაოების გეგმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰიდროგრაფუმა სამსახურმა მხარეს საჭირო ინფორმაცია გაუზიარა.