ფოთის პორტში ლატერალურ სანავიგაციო ნიშანს დროებით საშტატო ადგილი შეეცვალა
ფოთის ნავსადგურში ფსკერის დამაღრმავებელი სამუშაოების მიმდინარეობის გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ნავსადგურის შესასვლელ არხში განთავსებული მეორე მუხლის წითელი ქერქეჭელა დროებით გადაადგილა საშტატო ადგილიდან.