ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელმა IALA-ს მსოფლიო აკადემიის ტრენინგები გაიარა
კადრების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ზარქუამ შუქურების საერთაშორისო ორგანიზაციების ასოციაციის მსოფლიო აკადემიის (IALA WORLD WIDE ACADEMY) ნავიგაციის დამხმარე საშუალებების მენეჯმენტის კურსი გაიარა, 6 თვიანი ონლაინ ტრეინინგების დასრულების შემდეგ მას მაგისტრის სერთიფიკატი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ჰიდროგრაფიული პროფესიები საქართველოს შრომის ბაზარზე დეფიციტური პროფესიების რიცხვს მიეკუთვნება, შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კადრების კვალიფიკაციის ამაღლება მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარებისა და მსოფლიოში მუდმივად განახლებად სტანდარტებში მოქცევისათვის.