საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი უკრაინაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს კარტოგრაფ-კორექტორი მანანა კირთაძე და ჰიდროლოგ-ტექნიკოსი მაკა გრიგოლია უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივად განიხილეს შავ ზღვაზე სანავგაციო რუკების, მცირე ზომის კატარღებისა და იახტებისათვის ელექტრონული და მცირე ფორმატის რუკების დაგეგმარება-წარმოების საკითხები, ასევე მოახდინეს რუკების ერთობლივი ანალიზი და საზღვრებისა და ზონების დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხების შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაიმართება, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ჰიდროგრაფიულ სამსახურში უკრაინული მხარის საპასუხო ვიზიტი და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება იგეგმება.