საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიროგრაფიულ სამსახურსა“ და გაერთიანებული სამეფოს ჰიდროგრაფიულ ოფისს (UKHO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანთის ჰიდროგრაფიული ოფისი (BRITISH ADMIRALTY) საზღვაო რუკების წარმოებისას საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის კვლევების შედეგად მოპოვებულ მონაცემებს გამოიყენებს და შექმნილ პროდუქციაზე მათ საქართველოს სახელით აღნიშნავს. შესაბამისად, რეალიზაციიდან შემოსავლის ნაწილს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის (Royalty) საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს აუნაზღაურებს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ქ. ტაუნტონში გაიმართა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ, ხოლო ბრიტანეთიდან გაერთიანებული სამეფოს ეროვნულმა ჰიდროგრაფმა, კონტრ ადმირალმა ტიმ ლოუმ მოაწერა.
აღნიშნული ფაქტი მსოფლიო აღიარება და ნდობაა რუკათაწარმოებაში 200
წლიანი გამოცდილების მქონე უწყების მხრიდან, რომლის წარმოებული საზღვაო
რუკები მსხვილი სანავიგაციო მარშრუტების მაღალი ხარისხით დაფარვის გამო
მსოფლიოში ნაოსნობაში ყველაზე მოთხოვნადია, მსოფლიო სავაჭრო გემების
90 % კი სწორედ BRITISH ADMIRALTY-ს პროდუქციით სარგებლობს.
ზემოაღნიშნულ რუკათა პორტფოლიოში საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის - საქართველომ სანავიგაციო რუკების წარმოება 2013 წლიდან დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და შუქურების საერთაშრისო ასოციაციის (IALA) წევრობის სტატუსით მსოფლიო ზღვებისა და ოკეანეების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.