ჰიდროგრაფიული სამსახური კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სამმართველოები კომპლექსურად ასრულებენ გეგმიურ სამუშაოებს.
ფოთისა და ყულევის აკვატორიებიდან წყლის დინების მიმართულებების, სიჩქარის და წყლის მახასიათებლების საკვლევი ოკეანოგრაფიული მოწყობილობები (TRBM) იქნა ამოღებული, რომელიც ორი თვის მანძილზე კვლევების მიზნით იყო განთავსებული აღნიშნულ რაიონებში.
ამ ეტაპზე საკვლევი მოწყობილობებიდან მონაცემების ამოღება და დამუშავება მიმდინარეობს.
აღნიშნული აპარატურით მოპოვებული მონაცემები წყლის მახასიათებლების შესახებ მეტად მნიშვნელოვანია ნაოსნობის უსაფრთხოებისათვის.
სამუშაოები განხორციელდა ასევე ფოთის პორტის შესასვლელი არხში, სადაც პირველი წყვილის წითელი და მწვანე ქერქეჭელები ჩანაცვლებული იქნა ახალი ერთეულებით.