ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამხრეთ კორეაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები გაიარეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ქართველიშვილმა და ამავე სამმართველოს ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერმა ლევან კორტავამ საბაზისო ჰიდროგრაფიის ტრენერთა ტრენინგზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ. ბუსანში, სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიულ სააგენტოში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის ეგიდით განხორციელდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტრენერის შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
ვიზიტის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე ODA-პროექტში ჩართულ ოპერატორ კომპანიებს ეწვივნენ, სადაც განიხილეს პროექტით გათალისწინებული სამომავლო გეგმები ჰიდროგრაფიული კვლევებისა და კარტოგრაფიის მიმართულებით, აგრეთვე მოინახულეს გემთ-მშენებელი ქარხანა, რომელშიც პროექტის მიხედვით საქართველოსათვის გადმოსაცემი კატამარანის მშენებლობა მიმდინარეობს