საქართველომ ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიისთვის დოკუმენტი შეიმუშავა
ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისია საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტით იხელმძღვანელებს.
მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის რიგით 22-ე ხმელთაშუა და შავი ზღვების კომისიაზე (MBSHC 22) მიღებული გადაწყვეტილებით საქართველომ, როგორც აღნიშნული კომიისიის რეგიონალურმა წევრმა სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამავე კომისიის სტატუტის შეცვლის პროცესში, რომელიც კომისიის რესტრუქტურიზაციისა და პროცედურული საკითხების შეცვლას გულისხმობდა. წარმოდგენილი რვა ვერსიიდან საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა ორგანიზაციამ საქართველოს ჰიდროგრაფიული ორგანიზციის მიერ წამოდგენილი დოკუმენტი შეარჩია, რომელიც ძალაში მომდევნო წლის მარტში MBSHC 23 კომისიაზე შევა.
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰიდროგრაფიული კომისიებს ( MBSHC) ყოველ ორ წელიწადში იწვევს, მასში აღნიშნული ზღვების აუზის ქვეყნების ჰიდროგრაფიული უწყებები მონაწილეობენ და რეგიონში არსებულ ჰიდროგტრაფიულ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრების დელიმიტაციას, საზღვაო რუკათა წარმოებას და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.