ფოთის ახალ პორტში სანავიგაციო ნიშნები განთავსდა
,,საქართველოს სახლმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ფოთის ე.წ. ახალი პორტის PACE ტერმინალის აკვატორიის ჩრდილოეთ და სამხრეთ მოლზე ერთმანეთის გასწვრივ მეტალის სახმელეთო სანავიგაციო ნიშნები განათავსა.
IALA-ს სტანდარტების შესაბამისად, პორტში შემსვლელ გემებს მარჯვნიდან მწვანე, ხოლო მარცხნიდან წითელი მახასიათებლების (შეფერილობა, ნათება) მქონე ნიშნები უნდა ესაზღვრებოდეს.
შესაბამისად, ფოთის ნავსადგურის სამხრეთ და ჩრდილოეთ მოლი შემდეგი მახასიათებლების მქონე ნიშნებით იქნა მარკირებული.
სამხრეთ მოლი -მეტალის სახმელეთო სანავიგაციო ნიშანი , სიმაღლე 5მ, შეფერილობა-თეთრი, ჰორიზონტალური მწვანე ზოლი, მწვანე გამოკრთომა -FL G3S, კოორდინატები-41’39’05.55’E.
ჩრდილოეთ მოლი - მეტალის სახმელეთო სანავიგაციო ნიშანი , სიმაღლე 5მ, შეფერილობა-თეთრი, ჰორიზონტალური წითელი ზოლი, გამოკრთომა-წითელი -FL R3S, კოორდინატები-41’39’04.29’E.