სსჰს საქართველოს პორტებში გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს
ზამთრის სეზონისათვის დამახასიათებელ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ზღვაზე სამუშაოების განსახორციელებლად შესაფერისი პირობების შუალედების გაჩენისთანავე საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით საქართველოს საზღვაო სივრცეში კომპლექსურ ჰიდროგრაფიულ სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს პორტებში და პორტებთან მისასვლელ არხებში საზღვაო სანავიგაციო ნიშნების მონიტოირინგი და გეგმიური პროფილაქტიკური სამუშოები, ხოლო ბათუმის პორტის შესასვლელ არხში ბათიმეტრიული კვლევები განხორციელდა.