საქართველომ შავი და აზოვის ზღვების ჰიდროგრაფიული უწყებების მუშა შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შავი და აზოვის ზღვების სამუშაო ჯგუფის (BASWG - 2022) შეხვედრაზე მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე განხილული იქნა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების ურთიერთანამშრომლობასა და კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები.
წლევანდელი შეხვედრა მიმდინარე მოვლენების გამო მუშა ჯგუფის წევრი ქვეყნების არასრული შემადგენლობით წარიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი კოლეგების მიმართ.
BASWG შეხვედრები ყოველ ორ წელიწადში იმართება საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ორგანიზებით.