საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო
საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების დახმარების პროგრამის (ODA) -ს ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე ჰიდროგრაფიულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს სპეციალისტები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოშ ორი თვის მანძილზე ბათიმეტრიულ და გეოდეზიურ სამუშაოებს განახორციელებენ
აღნიშნულ ეტაპზე პროექტით გათალისწინებულია საქართველოსათვის თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნიკის გადმოცემა პროგრამული უზრუნველყოფით, აგრეთვე სპეციალური ტრენინგები ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებისათვის.