სანავიგაციო სისტემა საქართველოს საზღვაო ზოლზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსხური“ საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობას სანავიგაციო სისტემებით უზრუნველყოფს. სანავიგაციო სისტემა შედგება სანაპირო ზოლზე განლაგებული ათეულობით სტაციონალური სახმელეთო და ზღვაში ჩაშვებული ლატერალური და კარდინალური მცურავი სანავიგაციო ნიშნებისაგან. მათი ფუნქცია გემების ორიენტირება და ადგილმდებარეობის განსაზღვრაა, აგრეთვე საზღვაო საშიშროების მინიშნება არხებისა და ფარვატერების, სამოძრაოდ რეკომენდირებული გზებისა და სხვადასხვა კოორდინატების წყალზე აღნიშვნა. საქართველოს საზღვაო სივრცის ძირითადი შუქურებია სოხუმში, ფოთსა და ბათუმში. ფოთის შუქურა კაპირტალური, ცილინდრის ფორმის ლითონის წითელი და თეთრი ჰორიზონტალური ხაზების მქონე კოშკია, ნავიგაციაში მას ორმაგი დატვირთვა აქვს ის არის ცენტრალური მანათობელი სანავიგაციო ნიშანი, რომელიც გამოიყენება დღისით და ღამით ორიენტოიირებისათვის ფოთის, ყულევის პორტის და სუფსის ტერმინალში შემსვლელი გემებისათვის, ასევე ის წარმოადგენს ფოთის პორტის შემოსასვლელი არხის მეორე მუხლის უკანა სახაზე ნიშანს. ტექნიკური მახასიათებლები: სიმაღლე-37 მ, ხედვის სიშორე 17 საზღვაო მილი, წითელი და თეთრი მონაცვლეობითი ნათება ALFI WR 7,5 s, კოორდინატები – 42°07.99\\\'N 41°39.67\\\'E. სიმაღლის პარამეტრებით ფოთის შუქურის შემდეგ სოხუმის შუქურა ყველაზე მაღალი სანავიგაციო ნიშანია. (34 მ) იგი წარმოადგენს სამგზავრო პირსის წინა სახაზე ნიშანს , ვერტიკალური თეთრი ფერის მრგვალ ლითონის კოშკს, ხედვის სიშორე 17 საზღვაო მილი, ხანგრძლივი თეთრი ორი გამოკრთომა LFI(2) W 15 s, კოორდინატები– 42°58.92\\\'N 40°58.24\\\'E. ბათუმის შუქურა თეთრი, რვაკუთხა ქვის კონსტრუქციაა დამხმარე ნაგებობით,სიმაღლე 20 მ, ხედვის სიშრე 14 საზღვაო მილი, ორი წითელი გამოკრთომით FL(2)R 6s, კოორდინატები 41°39.35\\\'N 41°38.47\\\'E. სანავიგაციო ნიშნებისმდებარეობის კონტროლისა და შუქნიშნების მონიტორინგის მულტიცენტრული მართვის სისტემის მეშვეობით საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური მუდმივ კოორდინირებასა და მონიტორინგს უწევს საქართველოს საზღვაო სივრცეში განლაგებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებს. აღნიშნული სისტემა იძლევა ინფორმაციას ნებისმიერი სანავიგაციო ნიშნის მდგომარეობის შესახებ ფაქტიურ დროში.ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პერსონალის მიერ ოპერატიულად ხდება დაზიანებული ან ძლიერი შტორმის შედეგად ზღვაში გარიყული ნიშნების იდენტიფიცირება და სამსახურის ბაზაზე ტრანსპორტირება შეკეთების მიზნით. ამ რთულ სამუშაოს ჰიდროგრაფიული სამსახური 22 ადამინისაგან დაკომპლექტებული სანავიგაციო ნიშნების, ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით ასრულებს. რომელიც 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს საქართველოში უსაფრთხო ნაოსნობას.