საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ბათუმის პორტში ახალი მეტეო სადგური განათავსა.
საქართველოს ეკონმომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ბათუმის პორტის აკვატორიაში, მოლზე განთავსებულ შუქურაზე სახმელეთო მეტეო სადგური განათავსა, რომელიც გლობალური ლიდერი კომპანია ,,VAISALA”-ს მიერ არის წარმოებული.
მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალური პროგრამით უზრუნველყოფილი მეტეო სადგური უწყვეტ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას ჰაერის ტემპერატურის, ქარის მიმართულების, ტენიანობის, ნალექების რაოდენობის და ამინდის სხვა მახასიათებლების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24 საათიან რეჟიმში პერიოდულად ახდენს საზრვაო საქმიანობაში ჩართული უწყებების და ფიზიკური პირების ინფორმირებას ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.