• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ჰიდროგრაფიული კატამარანის და საზღვაო შუქურების გამოსახულების საფოსტო მარკების გამოცემის ცერემონიალი გაიმართა.

 

მიმდინარე წლის 16 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამხრეთ კორეის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემის და საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული  საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა.  სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან   საქართველოში  ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას  პროექტი მიმდინარეობს.აღნიშნული პროექტის  ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები  აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით. ჩატარდა ერთობლივი კვლევები,  საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა  სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში .პროექტის მიმდინარეობის მესამე ფაზაში კორეულმა მხარემ საქართელოს ჰიდროგრაფიული კვლევის კატამარანი გადასცა.  აღნიშნული კატამარანი აღჭურვილია   თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს ,ზუსტი ბათიმეტრიული მონაცემები კი სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია. საქართველოს ფოსტის მიერ სანავიგაციო შუქურების საფოსტო მარკების გამოცემა სანავიგაციო და  არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა.მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში, სანავსადგურო ქალაქების განვითარებამ, შუქურების აგების აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში იქნა აგებული შუქურები, რომელთაც დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  გურამ გურამიშვილმა, სამხრეთ კორეის რწმუნებულმა დაესუ ჩანგმა ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა  რევაზ ბაბილუამ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

 

 

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება