საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ახალი მეტეო სისტემა დანერგა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ფაქტიურ ამინდზე დაკვირვების ახალი სისტემა დანერგა, რომელიც წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე ახდენს მოსალოდნელი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირებას და შესაძლებელს ხდის ჩვენს რეგიონში განსაზღვროს პროცესების განვითარების ზუსტი დრო და მოახდინოს დადგენილი პროგნოზების კორექტირება.
აღნიშნული სისტემა ამერიკული კომპანია ENTERPRICE ELECTRONIX COOPERATION (EEC) -ის მიერ არის წარმოებული, ის წარმოადგენს სამუშაო მაგიდას (WORKING STATION) რომელიც ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საქაერონავიგაციის მიერ განთავსებულ რადიო ლოკატორთან არის ინტეგრირებული, მისი დაფარვის ზონა 250 კილომეტრია.
სისტემაზე მუშაობისათვის ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს კომპნია EEC- ის წარმომადგენლების მიერ ტრენინგები ჩაუტარდა.
ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური მომავალშიც განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.