მარინისტების გამოფენა ,,ქალაქი ნაპირად ზღვის\"
დღეს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ ისტორიულ შუქურაში გაიხსნა ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგთა ჯგუფური გამოფენა - სახელწოდებით -,,ქალაქი ნაპირად ზღვის“,
სადაც წარმოდგენილ იქნა ზღვის თემატიკაზე შექმნილი ნახატები.
გამოფენის გახსნას ესწერებოდნენ ჰიდროგრაფიული სამსახურის, ქალაქ ფოთის სამხატვრო სასწავლებლის, კულტურის სამსახურის და ხელოვნების დარგის სხვა წარმომადგენლები.
ამუშევრები 10 დღის განმავლობაში დარჩება ჰიდროგრაფიული სამსახურის შექურაში. ამ დროის განმავლობაში მსურველებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ექსპოზიცია.