ბათუმის აკვატორიაში ოკეანოგრაფიული მოწყობილობები განთავსდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ ბათუმის აკვატორიაში ორი ერთეული სპეციალური ოკეანოგრაფიული აპარატურა (TRBM) განათავსა, რომელიც წყალქვეშა დინებების, სიჩქარის და წყლის სხვა მახასიათებლების განსაზღვრას ახდენს.
მოწყობილობები ზღვის ფსკერზე ერთი თვის მანძილზე იქნება განთავსებული, მოცემულ დროში შეგროვილი მონაცემები დამუშავდება ჰიდროგრაფების მიერ შემდგომში მათი სანაოსნო საქმიანობაში გამოყენებისა და უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული სამუშაოები საქართველოში მიმდინარე სამხრეთ კორეის ODA -ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა.