ბათუმის პორტის აკვატორიაში გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის სანაპირო ზოლზე გეოდეზიურ სამუშაოებს აწარმოებს. სანაპირო კონტურის ხშირი ცვალებადობის გამო აღნიშნული სამუშაოები პერიოდულად ხორციელდება საზღვაო რუკებზე ზუსტი მონაცემების დატანის მიზნით.