პროექტი ქალთა გაძლიერება ჰიდროგრაფიაში
საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის პროექტი “ Empower Women in Hydrography ” ჰიდროგრაფიის დარგში დასაქმებულ ქალებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებსა და გზებს მათი მეტად დაინტერესებისა და ჩართულობის ზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა ნინო ზარანდიამ ოთხთვიანი სამუშაო სტაჟირება გაიარა მონაკოში, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სათაო ოფისში პროქტის ასისტენტის თანამდებობაზე.
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომავალში მეტი ქალი სპეციალისტის ჩართვას გეგმავს. #empowerwomeninhydrography #IHO