საქარტველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში კარტოგრაფებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში გრძელდება სამხრეთ კორეის მხარდაჭერით მიმდინარე ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროექტი.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე ჰიდროგრაფიულ სამსახურში კარტოგრაფებისათვის სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოდან მოვლენილი სპეცილისტი კიმ მინუკი სპეციალურ პროგრამაში საზღვაო რუკების შესაქმნელ ტრენინგებს ატარებს.