ფოთის პორტში ახალი სანავიგაციო ნიშანი განთავსდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის ნავსადგურში გემების შემოსასვლელი არხის მეორე მუხლის ძველი, ამორტიზებული წინა სახაზე ნიშანი ახალი ერთეულით ჩაანაცვლა. მახასიათებლები: სიმაღლე:12 მ; ნათება:ფიქსირებული მწვანე; ნათების სიმაღლე ზღვის დონიდან 17,5 მ; შეფერილობა: წითელი შავი ვერტიკალური ზოლით.