სსჰს -ში ფოთის პორტის გაფართოების პროექტის განხილვა გაიმართა
საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით მუშა შეხვედრა გაიმართა ,,ეი პი ემ ტერმინალს“ -ის, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სალოცმანო სამსახურის წარომადგენელთა მონაწილეობით, სადაც განხილული იქნა პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, ასევე ჰიდროგრაფიულ სამსახურში მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად დაგროვებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეფასებული იქნა ფოთის პორტის სანაპირო ზოლზე ჰიდრო-მეტეოროლოგური პირობების შესაძლო ზეგავლენის რისკები პროექტის დასრულების შემდეგ.