ბათუმის ნავტობტერმინალის სახაზე ნიშანზე ახალი სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ბათუმის ნავთობტერმინალის უნავმისადგომო ჩამოსასხმელის მიმდებარედ განთავსებულ სახაზე ნიშანზე ახალი მანათობელი მოწყობილობები დაამონტაჟა, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს და მეტად უსაფრთხოს გახდის ბათუმის პორტში ნაოსნობას.