ჰიდროგრაფიული კვლევების, კარტოგრაფიისა და კორქციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ქართველიშვილმა ბ კატეგორიის ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინრის სერთიფიცირება გაიარა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსაახურის“ ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ქართველიშვილმა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების კონკურსის საფუძველზე 5 თვიანი სასწავლო ტრენინგები გაიარა სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოში, რომლის დასრულების შემდეგ მას B კატეგორიის ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინრის სერტიფიკატი გადაეცა. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიდროგრაფიისათვის დარგში კადრების დეფიციტურობის გამო.
ტრენინგები საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ეგიდით სრულად უზრუნველყო სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტომ.