ჰიდროგრაფიული სამსახური ახალი მცურავი საშუალებით აღიჭურვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ახალი სპეციალიზებული ნავით აღიჭურვა, რომელიც ტექნიკურ ჯგუფს მეტად გაუმარტივებს მცურავი სანავიგაციო ნიშნების მომსახურებას. აღნიშნული მოტო ნავი სპეციალური ვაკუუმის სექციებითაა უზრუნველყოფილი, რაც ზღვაზე საფრთხის შემთხვევაში ნავს შესაძლო ჩაძირვის ალბათობას აარიდებს და გაზრდის მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების ხარისხს