საქართველო IALA-ს ვორქშოპზე სინგაპურის სანავსადგურო ჰაბში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურების და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ზარქუამ შუქურების საერთაშორისო ასოციაციის აკადემიის IALA WORLD WIDE ACADEMY -ს ეგიდით სინგაპურში საზღვაო პორტების ჰაბის ორგანიზებულ ვორქშოპზე მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ვორქშოპზე
საზღვაო პორტების ელექტრონული ნავიგაციის და ვირტუალური სატრანსპორტო (E-NAVIGATION & VTS) სისტემების საერთაშორისო პრაქტიკა, მათი მართვა და ადამიანური რისკ ფაქტორები იქნა განხილული.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება დეტალურად გაცნობოდნენ სინგაპურის გლობალური საპორტო ჰაბის საოპერაციო კონტროლის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.