საქართველომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცის მესამე ანსამბლეაზე და გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა მონაკოში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰოდროგრაფიულმა სამსახურმა 2-5 მაისს მონაკოში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) რიგით მესამე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ასამბლეა ტრადიციულად მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ფორუმში 98 სახელმწიფოს დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილი.
2023 წლის ასამბლეის (IHOAssembly) მთავარ თემას „მომავლის ნავიგაცია“ წარმოადგენდა, კერძოდ, დარგის ციფრულ მონაცემთა სისტემებზე გადასვლა - სანავიგაციო რუკების დიჯითალიზაცია, ბათიმეტრიული კვლევების გაფართოება და ჯერ კიდევ შეუსწავლელი მსოფლიო ზღვებისა და ოკეანების არეალების იდენტიფიცირება. ასევე დაიგეგმა სახელმძღვანელო სტანდარტების შემუშავება ,,მომავლის ნავიგაციაზე“ გადასვლის შემდგომ.
ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა მონაწილეობა მიიღო სანავიგაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო მასალების განახლების პროცესში. ამასთან, დაიგეგმა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები IHO-ს, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
ასამბლეის შეხვედრებზე მონაწილეობის პარალელურად, საქართველომ ასევე მონაწილეობა მიიღო წევრი სახელმწიფოების გამოფენაში - “Mapping the marine environment in the Ocean Decade”, რომელიც გაეროს მიერ მიმდინარე ათწლეულის ოკეანის დეკადად გამოცხადებას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ავტორობით შექმნილი კარტოგრაფიული პროდუქტები, რომელთა ნაწილიც საერთაშორისო პროექტების შედეგად შეიქმნა.
ასამბლეის ფარგლებში ორგანიზაციის (IHO) გენერალური მდივნის და დირექტორის არჩევნები გაიმართა