საქართველოში სამხრეთ კორეის ODA-ს პროექტის მეოთხე ეტაპი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის და სუფსა-გრიგოლეთის აკვატორიაში ორი ერთეული სპეციალური ოკეანოგრაფიული მოწყობილობა (TRBM) განათავსა, რომელიც წყალქვეშა დინებების, სიჩქარის და წყლის სხვა მახასიათებლების განსაზღვრას ახდენს.
აღნიშნული სამუშაოები ქართველმა და კორეელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების დახმარების პროგრამის (ODA) -ს ,,საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე იგეგმება საქართელოსთვის სპეციალური ჰიდროგრაფიული აპარატურის გადმოცემა და ბათიმეტრიული კვლევების წარმოება.