სამხრეთ კორეის ელჩის ვიზიტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ორდღიანი ვიზიტით სამხრეთ კორეის ელჩი ბატონი კიმ ტონგ ოპი სტუმრობდა.
ვიზიტის მიზანს საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ინიცირებით მიმდინარე ODA-ს პროექტის -,,ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში“ განხილვა და განხორციელებული სამუშაოების შეჯამება წარმოადგენდა.
პროექტის განხილვის პროცესში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენელთა ჩართულობით გაიმართა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პროექტის გაგრძელების და სამომავლო გეგმების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და გაეცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.