ბათუმის პორტში ზღვის დონის განმსაზღვრელი სადგური განთავსდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ჰიდროგრაფიული სააგენტო საქათველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვიათრების პროექტს ახორციელებენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმის პორტში დამონტაჟდა ზღვის დონის განმსაზღვრელი სადგური (TIDE STATION), რომელიც ასევე სხვა მეტეოროლოგიური პარამეტრების იდენტიფიცეირებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სადგური ფოთის პორტშიც იქნა განთავსებული. ორივე სადგური იძ₾ევა ფაქტიურ მონაცემებს რეალურ დროში რომელიც აისახება საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში განთვსებულ სპეციალურ მონიტორზე.