ბათუმსა და ფოთში მეტეო სადგურები განახლდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ ფოთისა და ბათუმის აკვატორიაში განთავსებული მეტეო სადგურები გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ახალი ერთეულებით იქნა ჩანაცვლებული.
მეზღვაურთა წინასწარი ინფორმირება ზღვაზე საშიში მდგომარეობის შესახებ ჰიდროგრაფიული სამსახურის ერთერთი პრიორიტეტია, რომელიც ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენცია SOLAS 74 ის სტანდარტებით ხორციელდება.