ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამხრეთ კორეაში სამუშაო ტრენინგ კურსი გაიარეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფ-კორექტორმა მანანა კირთაძემ და ჰიდროგრაფიული კვლევების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა თორნიკე ჩხაიძემ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოში სამუშაო და სასწავლო ტრენინგები გაიარეს.
აღნიშნული ტრენინგები საქართელოში სამხრეთ კორეის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ,, ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში“ -ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგები მოიცავდა ერთ თვიან პრაქტიკულ სამუშაო კურსს ჰიდროგრაფიული კვლევების მოპოვებასა და საზღვაო სანავიგაციო ელექტრონული და ქაღალდის რუკების სპეციალურ პროგრამებში დამუშავებაზე.