კარტოგრაფმა მანანა კირთაძემ IHO და ნიპონის ფონდის ტრენინგ-სემინარებზე მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის კარტოგრაფ-კორექტორმა მანანა კირთაძემ, ლონდონში, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) და ნიპონის ფონდის (NIPPON FOUNDATION) კურსდამთავრებულთა სემინარზე მიიღო მონაწილეობა 2016 წელს აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული კარტოგრაფიის ტრენინგ კურსის სტიპენდიანტის სტატუსით.
აღნიშნულ სემინარზე ნიპონის ფონდის 50 მდე სტიპენდიანტი მონაწილეობდა, რომლებმაც ტრეინინგების განმავლობაში მიღებული ცოდნა და შემდეგ მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
მანანა კირთაძემ 2016 წელს გაიარა ზემოაღნიშნული ფონდის მიერ ორგანიზებული კარტოგრაფიის კურსი დიდი ბრიტანეთის ჰიდროგრაფიულ ოფისში (UKHO) . მიმდინარე სემინარზე მან ზემოაღნიშნულ კურსზე მიღებული ცოდნა და საქართველოში მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება წარმოადგინა პრეზენტაციის სახით. სემინარის მიმდინარეობის ფარგლებში მან აგრეთვე გეოსივრცითი ანალიზის და კარტოგრაფიის ტრეინინგი გაიარა.
აღნიშნულ ტრენინგ-სემინარი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის და ნიპონის ფონდის მიერ იქნა უზრუნველყოფილი.