ჰიდროგრაფიული სამსახური განაგრძობს თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების იმპლემენტაციას
საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის ხარისხის ამაღლების მიზნით თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის ერთერთი პრიორიტეტია.
ფოთის პორტის შესასვლელი არხის პირველი და მეორე მუხლის წინა სახაზე ნიშნებზე ახალი სანათი მოწყობილობები იქნა დამონტაჟებული, რომელიც ნათების მახასიათებლებიდან გამომდინარე პორტში შემსვლელ გემებს ორიენტირს მეტად გაუმარტივებს.