• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა მულტიცენტრული მართვის სისტემა განაახლა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მცურავი სანავიგაციო ნიშნების ადგილმდებარეობის კონტროლის და მონიტორინგის თანამედროვე მულტიცენტრული მართვის სისტემით აღჭურვა.

აღნიშნული სისტემა IALA-ს ინდუსტრიული წევრი კომპანია Mediterraneo Senales Maritimas მიერ წარმოებული პროდუქციაა, რომელიც მაღალი ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა.

მცურავ სანავიგაციო ნოშნებზე დამონტაჟებული სისტემის დიოდური ფარნები ტალღების მიმართ მედეგობით გამოირჩევა, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მონიტორინგის ცენტრი ღებულობს ინფორმაციას, ფარნების ელემენტების ვოლტაჟის, გამოკრთომის მახასიათებლების, ენერგიის ხარჯვის დონის შესახებ, ასევე ნიშნების საშტატო ადგილიდან გადაადგილების შემთხვევაში ხდება განგაშის შეტყობინების მოწოდება და სხვ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 2014 წლიდან სარგებლობდა ამავე ამავე სისტემის წინამორბედი თაობით.



© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება