• შშმ პირებზე ადაპტირება
  • weather
  • weather

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

  • eng

ქალები ჰიდროგრაფიაში-სინოპტიკოსი მარინა ზარნაძე

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსი მარინა ზარნაძე.

ქალბატონი მარინა საზღვაო მეტეოროლოგიის დარგში 1979 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში. მის მიერ შედგენილი ამინდის პროგნოზების გამართლებადობა ყოველთვის მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზეა.  

ქალბატონი მარინას  სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში  შედგენილი და გადაცემული გაფრთხილებებით  ზღვაზე მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ  საქართველოს საზღვაო სივრცეში მყოფმა  დაახლოებით  80 000  მეტმა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულმა  გემმა  და ასეულობით საკაბოტაჟო და სხვა ტიპის მცურავმა საშუალებამ ისარგებლა.

შეუფასებელია მისი წვლილი ახალი თაობის საზღვაო მეტეოროლოგების აღზრდაში.

ქალბატონი მარინა ზარნაძე დღესაც წარმატებით უძღვება სინოპტიკურ საქმიანობას.

 

© ყველა უფლება დაცულია, “ჰიდროლოგიური სამსახური

შშმ პირებზე ადაპტირება